ვებ საიტი

საიტის სახელის შერჩევა და ორგანიზება

ამ სტატიაში განიხილავ მნიშვნელოვან საწყის გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც მოგიწევს ვებ საიტთან დაკავშირებით, მაგალითად როგორიცაა: საიტის სახელის შერჩევა და ორგანიზება.  შენი მიზანია, მომხმარებლისთვის ძიების პროცესის გამარტივება და იმ ინფორმაციის მარტივად მიწოდება, რაც მას აინტერესებს. თავდაპირველად განვიხილოთ დომეინი ანუ ის, რასაც მომხმარებელი წერს ბრაუზერში შენი ვებ საიტის მოსაძებნად. დომეინის შერჩევისას მოწმდება შენთვის სასურველი ვებ მისამართი რამდენად ხელმისაწვდომია. მაგალითად:…

ვებ საიტი

ვებ დიზაინი და მობილურზე მორგება

ეს სტატია დაგეხმარება ვებ დიზაინის შექმნის დროს იმ გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდებაში, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლები დაგაკარგვინოს. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა უზრუნველყო გვერდების სწრაფი ჩატვირთვა. როგორ აქციო ვებ დიზაინი მობილურისთვის ადაპტირებულად (mobile friendly). როგორ უზრუნველყო შენი ინფორმაციის (კონტენტის) საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ხარისხი. პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ერთი შანსი გაქვს, ასე ხდება ონლაინშიც. თავდაპირველად გჭირდება ვებ საიტის…

ვებ საიტი

ვებ საიტის გამარტივების ხერხები

ამ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ უნდა გაამარტივო საიტი მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად და როგორ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები. განვიხილავთ საიტის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხებს, დაწყებული მარტივი და ადვილად გასაგები ნავიგაციით, დამთავრებული თანმიმდევრული გეგმის შექმნის მნიშვნელობამდე. ავხსნით თუ როგორ შეუძლია სწორად დალაგებულ კონტენტს გახადოს შენი საიტი უფრო ეფექტური. პირველად განვიხილოთ რას წარმოადგენს  ნავიგაცია, ეს არის  ვიზიტორის ერთგვარი გზამკვლევი საიტზე…

ვებ საიტი

რა არის დომეინი და ჰოსტინგი?

მოკლედ, განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ვებ საიტი, რა არის დომეინი (ვებ მისამართი) სერვერი (ჰოსტინგი) და რას აკეთებენ ისინი შენთვის. – გპირდები, ზედმეტი ტექნიკური ნაწილის გარეშე! ვებ საიტი შენი ბიზნესის  ინტერნეტ ოფისია. მომხმარებელს შეუძლია საიტზე შემოსვლა და შენი ბიზნესისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ნახვა. რა არის ჰოსტინგი და როგორ მუშაობს ის? ვთქვათ გადაწყვიტე  საცხობის გახსნა  რეალურ…

Google

როგორ მუშაობს რეკლამა გუგლში

საძიებო სისტემის მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, აჩვენო რეკლამა პოტენციურ მომხარებელს სწორ დროს და ადგილას, როცა ისინი ეძებენ შენს პროდუქტს ან მომსახურებას. საძიებო სისტემის მარკეტინგი დაფუძნებულია აუქციონის სისტემაზე. ასე რომ ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს აუქციონი და ნახავ მაგალითებს, რომლებიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის, საძიებო სისტემის უკეთ გამოყენებაში. დავიწყოთ სერვისის მოძებნით. მაგალითად: “საქორწილო ფოტო მომსახურება“. დააკვირდი…

Facebook

Facebook რეკლამა – სოციალური მედია მარკეტინგი

გიფიქრიათ თუ არა რომ მას შემდეგ, რაც თქვენი კომპანიის ფეისბუქის გვერდის სტრატეგიას შეადგენთ და დაიწყებთ მის პრაქტიკაში განხორციელებას, კიდევ არის უფრო მეტი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისთვის? დიახ, ეს მართლაც ასეა და ხშირად, ფეისბუქი გთავაზობთ რეკლამას, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი მესიჯი კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიამდე მიიტანოთ. განვიხილოთ უფრო დეტალურად ვინტაჟური მაღაზიის მაგალითზე. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ საუკეთესო…

Remarketing

რა არის და როგორ მუშაობს რემარკეტინგი

რემარკეტინგი არის ციფრული რეკლამის ერთ-ერთ ძლიერი ხელსაწყო, რომელიც გაძლევს საშუალებას გამოიყენო ვებ საიტზე  ვიზიტორთა მიერ განხორციელებული აქტივობები.  ვებ საიტის დატოვების შემდეგაც შეძლებ აქციო ისინი სპეციალურ სარეკლამო სამიზნედ. აგიხსნი რემარკეტინგის სტრატეგიას და დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რამდენად საჭიროა რემარკეტინგი შენი ციფრული სტრატეგიისთვის. განვიხილოთ მაგალითით: პოტენციური მომხმარებელი  შემთხვევით გადააწყდა შენს ვებ გვერდს, რაიმე ახალი სიმღერის ძიების პროცესში. …