Facebook რეკლამა #6
Home / Facebook / Facebook რეკლამა – სოციალური მედია მარკეტინგი
Facebook

Facebook რეკლამა – სოციალური მედია მარკეტინგი

გიფიქრიათ თუ არა რომ მას შემდეგ, რაც თქვენი კომპანიის ფეისბუქის გვერდის სტრატეგიას შეადგენთ და დაიწყებთ მის პრაქტიკაში განხორციელებას, კიდევ არის უფრო მეტი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისთვის?

დიახ, ეს მართლაც ასეა და ხშირად, ფეისბუქი გთავაზობთ რეკლამას, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი მესიჯი კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიამდე მიიტანოთ.

facebook რეკლამა #1

განვიხილოთ უფრო დეტალურად ვინტაჟური მაღაზიის მაგალითზე.

შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ საუკეთესო მომხმარებელს კონკრეტული დემოგრაფიული მახასიათებელი აერთიანებს: მაგალითად: ქალები, რომლებიც არიან 20-დან 35 წლამდე.

რათ ქმა უნდა, გონივრული იქნება, თუ თქვენს რეკლამას სწორედ ამ უდიტორიისთვის გააკეთებთ, რადგან უფრო მეტი შანსია რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ.

facebook რეკლამა #2

ფეისბუქს თქვენთვის ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, რადგან სოციალურმა ქსელმა ძალიან ბევრი რამ იცის თავისი მომხმარებლების შესახებ.

იფიქრეთ!: Facebook რეკლამის გაკეთების დროს, ავიწროვებთ თუ არა სამიზნე აუდიტორიას კონკრეტული მახასიათებლების (მაგალითად, ასაკი, სქესი, ლოკაცია და ა.შ.) მიხედვით?

Facebook რეკლამა ამას აკეთებეს, რადგან ფეისბუქმა ზუსტად იცის, რომ რეკლამა კარგად მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ის კონკრეტულია და არა ზოგადი. ასე უფრო მეტი შანსია, მიწვდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას და არ დახარჯოთ თანხა უშედეგოდ.

ლოგიკურად ჟღერს, არა? რა თქმა უნდა, ყველა ქალი, რომელიც 20-35 წლისაა, არ დაინტერესდება ვინტაჟური მაღაზიით, შესაბამისად თუ უფრო კონკრეტულ სახეს მივცემთ ჩვენს კამპანიას და ფულს არ დავხარჯავთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი პროდუქტი არ აინტერესებთ – ეს უკვე გამარჯვებაა.

Facebook რეკლამა #3

თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო დაავიწროვოთ სამიზნე აუდიტორია და გარდა ასაკისა, მიუთითოთ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დიზაინერი მოსწონთ.

Facebook რეკლამა #4

ანდაც ისინი, ვისაც ვინტაჟურ მოდაზე რაიმე დაუპოსტავთ წარსულში.

ამით უფრო გაზრდით შანსს, რომ მისწვდეთ პოტენციურ მომხმარებელს.

Facebook რეკლამა #6

გარდა ამისა, შეგიძლიათ გეოგრაფიული მდებარეობის მითითებაც: 25-35 წლამდე ქალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკრეტული დიზაინერით და ამასთანავე, თქვენი მაღაზიისგან 25 მეტრის მოშორებით ცხოვრობენ ან იმყოფებიან.

Facebook რელამა უნიკალურ შანსს გაძლევთ, თქვენი ბიუჯეტი გონივრულად დახარჯოთ და მიზანსაც მიაღწიოთ.

სოციალურ ქსელში თქვენი თავის დამკვიდრების პროცესი ეტაპობრივია: დროის სვლასთან ერთად, თქვენ მომხმარებელს სთავაზობთ საინტერესო, უნიკალურ კონტენტს, რომლითაც ისინი ინტერესდებიან. შესაბამისად, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება თქვენი გვერდი, მაგრამ რახდება მაშინ, თუ ამ პროცესის აჩქარება გსურთ?

პასუხი ისევ იგივეა: Facebook რეკლამა. თქვენ შეიძლება ათასობით მოწონება გქონდეთ, მაგრამ ეს მაინც არ გაკმაყოფილებდეთ, რადგან გსურთ იმ ადამიანებსაც მისწვდეთ, რომლებმაც თქვენს შესახებ ჯერ არ იციან.

ამისთვის საჭიროა კონკრეტული, საინტერესო კონტენტის მქონე ფეისბუქ პოსტი დაარეკლამოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ დიზაინერს ალაიქებენ ან ვინტაჟურ თემებზე პოსტავენ.

საინტერესო პოსტით მომხმარებელს აღუძრავთ სურვილს, რომ თქვენს გვერდზე გადმოვიდნენ, მოგიწინონ და რაც მთავარია, მუდმივად გადევნონ თვალი.

ამ გზით, ყოველდღიურად გაიზრდება თქვენი გამომწერების რიცხვი, გახდებით უფრო შესამჩნევევი ფეისბუქ სივრცეში. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტს და სარეკლამო კამპანიას სწორად გამოიყენებთ.