გაამარტივე საიტი - პროდუქტის დაჯგუფება
Home / ვებ საიტი / ვებ საიტის გამარტივების ხერხები
ვებ საიტი

ვებ საიტის გამარტივების ხერხები

ამ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ უნდა გაამარტივო საიტი მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად და როგორ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები.

განვიხილავთ საიტის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხებს, დაწყებული მარტივი და ადვილად გასაგები ნავიგაციით, დამთავრებული თანმიმდევრული გეგმის შექმნის მნიშვნელობამდე.

ავხსნით თუ როგორ შეუძლია სწორად დალაგებულ კონტენტს გახადოს შენი საიტი უფრო ეფექტური.

პირველად განვიხილოთ რას წარმოადგენს  ნავიგაცია, ეს არის  ვიზიტორის ერთგვარი გზამკვლევი საიტზე პირველად შემოსვლისას, კარგი ნავიგაცია ნიშნავს საიტის მართვას, (დაგეგმვას) ვიზიტორების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

თუ გაქვს საცხობის მსგავსი მაღაზია, იწყებ ფიქრს წარმოებული პროდუქტების სწორ დაჯგუფებაზე. 

მაგალითად: უფრო დიდი მოცულობის ნამცხვრები და ღვეზელები შესაძლოა დაჯგუფდეს ერთად, ხოლო კრუასანები და პატარა კექსები ცალკე.

გაამარტივე საიტი - პროდუქტის დაჯგუფება

მსგავსი პრინციპით შეძლებ დააჯგუფო წარმოებული პროდუქტი საიტზე, შენს ვირტუალურ მაღაზიაში და გაითვალისწინო მთავარი მენიუ,

რომელიც ვიზიტორს მიაწვდის თითოეულ სექტორში არსებული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას, როგორც რეალურ მაღაზიაში არსებული ნიშნების (აბრების) მსგავსად.

გაამარტივე საიტი - როგორც აბრა მაღაზიაში

მიუხედავად ამ პუნქტების გათვალისწინებისა, მაინც ვერ იქნება შენი საიტი ყველასთვის იდეალური,

გაამარტივე საიტი - საძიებო ველის დამატება

ამიტომ კარგი იქნება საძიებო ველის დამატება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვებ საიტი ბევრი გვერდებისა და პროდუქტებისგან შედგება.

გაამარტივე საიტი - საძიებო ველი 1

გაამარტივე საიტი - საძიებო ველი 2

გაამარტივე საიტი - საძიებო ველი 3
გაამარტივე საიტი - საძიებო ველი 4

მოათავსე საძიებო ველი შენი საიტის ყოველი გვერდის ერთსა და იმავე ადგილას. ასე უფრო მარტივი მოსაძებნი იქნება ვიზიტორების დროის დაზოგვისა და მათთვის სასურველი შედეგის  სწრაფად მიღების მიზნით.

გაამარტივე საიტი - საძიებო ველი 5

ბოლო პუნქტი, რომელიც უნდა იყოს ნავიგაციაში გათვალისწინებული, არის ვიზიტორების მოლოდინი ყველა საიტის უნივერსალური ნავიგაციის შესახებ.

ვთქვათ, ათვალიერებ საიტს და მთავარ გვერდზე მოგინდა დაბრუნება, რა აკეთებ? აჭერ ლოგოს, ხო?

ამის მოლოდინი ექნება ვიზიტორსაც და ეს საერთო უნდა იყოს ყველა ვებ საიტზე. დარწმუნდი,რომ ლოგო იყოს შესამჩნევად გამოტანილი ყოველ გვერდზე და მასზე დაჭერით ვიზიტორი გადავიდეს მთავარ გვერდზე.

ახლა მოდი ვისაუბროთ შენი საიტის სტილსა და მოქმედების პრინციპებზე.

მიუხადავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო.

თავდაპირველად განსაზღვრე საიტის გეგმა, ის უნდა იყოს შენს საიტთან თავსებადი მსგავსი შრიფტებით (ფონტები), სურათებითა და სხვა დიზაინის შტრიხებით გაფორმებული.

ფერის შერჩევისას შეიძლება აირჩიო მუქი ფერები ყურადღების მისაქცევად, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია, თეთრ ფონზე მუქი შრიფტით ტექსტის კითხვას.

საიტის კონტენტის შესაქმნის დროს ფონის შერჩევისას, არ გამოიყენო ძალიან მკვეთრი ფერები, თვალი რომ არ მოეჭრას ვიზიტორს კითხვისას.

გაამარტივე საიტი - ფერის შერჩევა
გაამარტივე საიტი - ფერის შერჩევა 2

შენ აგრეთვე უნდა გაითვალისწინო სად უნდა მთავრდებოდეს თითოეულ გვერდზე შენი კონტენტი, რადგან მნიშვნელოვანი პროდუქტის სანახავად ხალხს არ უნდა უწევდეს გვერდის დიდხანს სქროლვა (თვალიერება).

გაამარტივე საიტი - ბევრი სქროლვა

გამოიყენე სათაურები და ერთიანი სიები იმისთვის, რომ ვიზიტორმა სწრაფად დაასკანეროს გვერდები და გადაწყვიტოს უღირს, თუ არა გვერდზე დარჩენა და დროის დახარჯვა.

გაამარტივე საიტი - სათაურების დამატება

წერე შენი აუდიტორიისთვის მარტივი ენით, რადგან აუდიტორია არ წარმოადგენს კვალიფიციურ ტექნიკოსთა გუნდს.

გინდა სხვა რეკომენდაციები?- მოუწოდე მომხმარებელს მოქმედებისკენ

გინდა ტელეფონი აიღონ და დარეკონ? -მაშინ, მოუწოდე! „დარეკე ახლავე“. 

გაამარტივე საიტი - დარეკე ახლავე

იმედი გაქვს რომ გესტუმრებიან?- მიუთითე: „მიიღე მიმართულებების მაჩვენებელი ჩვენი მაღაზიისკენ“ 

გაამარტივე საიტი - მისამართი 2
გაამარტივე საიტი - მისამართი

ან  „იყიდე ახლავე„ მოწოდებით შესყიდვის განსახორციელებლად.

გაამარტივე საიტი - შეიძინე პროდუქტი

შევაჯამოთ!: როდესაც ვებ საიტს ქმნი, შეეცადე ყველანაირად იყოს მარტივად გამოსაყენებელი.

მიეცი ვიზიტორებს რეალური გზამკვლევი  საიტის გვერდებზე, ყველა გვერდზე შეინარჩუნე მსგავსი დიზაინი, დაწერე კონტენტი მათთვის გასაგებ ენაზე და დაეხმარე სასურველი შედეგის მიღებაში.