რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #5
Home / Google / რა არის რეკლამა გუგლში და რატომ არის ეფექტური?
Google

რა არის რეკლამა გუგლში და რატომ არის ეფექტური?

განვიხილოთ მაგალითით: ვთქვათ მოძებნე “საქორწილო ფოტო მომსახურება“. შენ მიიღებ ბევრ არჩევანს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე. ეხლა ჩვენ განვიხილავთ ამ შედეგებს უფრო დეტალურად.

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #1

ლინკები, რომელსაც ხედავ გვერდის ძირითად ნაწილზე, ეწოდება “ორგანული” შედეგი. აქ გამოჩენა უფასოა. ეს ის ადგილია, სადაც საძიებო სისტემაში საიტებია ნაჩვენები, რომელიც სათანადო შინაარსის ინფორმაციას ფლობს.

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #2

ეხლა შეხედე გვერდის დასაწყისში პირველ ორ შედეგს, ეს ჩამონათვალი არის ფასიანი რეკლამები.

რეკლამა გუგლში საშუალებას გაძლევს გამოიყენო ეს ადგილი პოტენციურ მომხმარებლებზე რეკლამირებისთვის, როცა ისინი ეძებენ შენი ბიზნესისთვის შესაფერის სიტყვებსა და ფრაზებს.

მათ Keyword-ები ეწოდება.

კიდევ ერთი უნიკალური რამ გუგლის რეკლამის შესახებ არის ის, რომ იხდი მაშინ, როცა ვინმე დააკლიკებს შენს რეკლამას. ასე რომ, თუ რეკლამა გუგლში გამოჩნდება, მაგრამ არავინ დააკლიკებს, შენ არ მოგიწევს არაფრის გადახდა. ამიტომ ქვია “pay per click” რეკლამა ანუ “გადაიხადე თითო კლიკზე”.

ვთქვათ შენ ხარ საქორწინო ფოტოგრაფი. შენ შეიძლება გინდოდეს შენი რეკლამის გამოჩენა გუგლში, როდესაც ვინმე მოძებნის “საქორწინო ფოტო მომსახურება”-ს. მაგრამ შენ გადაიხდი მარტო მაშინ, თუ ვინმე დააკლიკებს შენს რეკლამას.

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #4

ძალიან დიდი განსხვავებაა თუ შევადარებთ გუგლის რეკლამას ტრადიციულ რეკლამებთან, როგორიც არის: გაზეთებში, ჟურნალებში ან ბილბორდებზე.

თუ გამოიყენებ მსგავსი რეკლამის ტიპებს საქორწინო ფოტო მომსახურებისთვის, რეკლამას ნახავს უამრავი ადამიანი მიუხედავათ იმისა, უნდათ თუ არა მათ ეს მომსახურება და არამიზნობრივად გადაიხდი საჭიროზე მეტს.

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #5

გუგლის რეკლამის გამოყენებით ბევრად უფრო დიდი შანსია დაინტერესდნენ შენი შეთავაზებით ის ადამიანები, რომლებიც შენს რეკლამას “დააკლიკებენ”, რადგან ასე გითხრეს.

უფრო სწორად, მათ უთხრეს საძიებო სისტემას როცა ისინი ეძებდნენ “საქორწინო ფოტო მომსახურება”-ს, შემდეგ ნახეს შენი რეკლამა გუგლში და “დააკლიკეს” მას.

რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში #7

ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, გუგლის რეკლამა აჩვენებს რეკლამას იმ ხალხს, ვინც აქტიურად ეძებს კონკრეტულ პროდუქტსა და მომსახურებას. ეს განსხვავებაა სხვა ფორმით გავრცელებული რეკლამის იმ ხალხზე, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ან არ აინტერესებდეს კონრეტული რეკლამა.

შევაჯამოთ: გუგლის რეკლამა არის ძლიერი ხელსაწყო შენი ბიზნესისთვის. ის ეფექტურია, ხალხი ეძებს იმას, რაც სურს და გაძლევს შესაძლებლობას განათავსო რეკლამა კონკრეტული ძიებისთვის, მაგრამ იხდი მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე აკლიკებს მას.