საძიებო სისტემის აუქციონი - კონკურენცია 3
Home / Google / როგორ მუშაობს რეკლამა გუგლში
Google

როგორ მუშაობს რეკლამა გუგლში

საძიებო სისტემის მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, აჩვენო რეკლამა პოტენციურ მომხარებელს სწორ დროს და ადგილას, როცა ისინი ეძებენ შენს პროდუქტს ან მომსახურებას.

საძიებო სისტემის მარკეტინგი დაფუძნებულია აუქციონის სისტემაზე. ასე რომ ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს აუქციონი და ნახავ მაგალითებს, რომლებიც დაგეხმარება შენი ბიზნესისთვის, საძიებო სისტემის უკეთ გამოყენებაში.

დავიწყოთ სერვისის მოძებნით. მაგალითად: “საქორწილო ფოტო მომსახურება“.

საძიებო სისტემის აუქციონი - საქორწილო ფოტო მომსახურება

დააკვირდი საძიებო სისტემის შედეგების გვერდს. შუაში დაინახავ ორგანულ სიას, რომელიც უფასოა.

საძიებო სისტემის აუქციონი - ორგანული სია

ზედა ნაწილში კი ნახავ რეკლამებს.

საძიებო სისტემის აუქციონი - ფასიანი რეკლამები

საძიებო სისტემა ზღუდავს რეკლამების რაოდენობას, რომელიც ჩნდება შედეგების გვერდზე,

საძიებო სისტემის აუქციონი - რეკლამების ლიმიტი 1

ამიტომ რეკლამის განმთავსებელი მოწინავე ადგილების დაკავებისთვის ერთვება აუქციონში.

საძიებო სისტემის აუქციონი - აუქციონის თამაში 1

  როცა ეძებ “საქორწილო ფოტო მომსახურება“-ს, შენ ხედავ აუქციონის შედეგებს.

რეკლამები, რომლებიც მოიგებს აუქციონს გამოჩნდებია შედეგების გვერდის უფრო სასურველ ადგილას – ჩვეულებრივ ეს ნიშნავს ახლოს გვერდის ზედა ნაწილთან, ხოლო დანარჩენი რეკლამები გამოჩნდება შედარებით გვერდის ქვედა ნაწილში.

საძიებო სისტემის აუქციონი - აუქციონის მოგება 2

ალბათ გაინტერესებს როგორ მუშაობს საძიებო სისტემის აუქციონი. მსგავსად, როგორც მუშაობს აუქციონების უმრავლესობა. შენ დებ ფსონს “ბიდს” (Bid)  და იგებ საბოლოოდ მაშინ, როცა სხვა მონაწილეებზე მეტი ფსონი გაქვს დადებული.

საძიებო სისტემის აუქციონი - აუქციონის მოგება 3

მაგრამ მარტო ფსონის დადება არ არის საკმარისი. SEM აუქციონზე, რეკლამის რელევანტურობა (შესაბამისობა) არის გადამწყვეტი.

ასე რომ წარმატება SEM აუქციონში ნიშნავს, დადო კონკურენტული ფსონი და ასევე შენი რეკლამა იყოს რელევანტური.

ორივე ფაქტორის გათვალისწინება არის წარმატების რეცეპტი საძიებო სისტემის მარკეტინგში.

მოდი ვნახოთ ორივე ფაქტორი, დავიწყოთ ფსონით.

ვთქვათ შენ მზად ხარ გადაიხადო 1 ლარი, როცა ვინმე დააწვება შენს რეკლამას იმის შემდეგ, როცა მოძებნიან “საქორწილო ფოტო მომსახურება”-ს.

ამ ფასს უწოდებენ შენს მაქსიმალურ გადასახადს თითო რეკლამის დაჭერაზე, ან Max CPC-ს (maximum cost per click) .

თუ შენი კონკურენტი მხოლოდ იხდის მაქსიმალურ გადასახადს თითო დაჭერაზე, მაგალითად: 0.50 თეთრს, შენ გექნება მაღალი ფსონი, რაც აუქციონში პრიორიტეტს განიჭებს.

გაითვალისწინე!: ბიზნესებმა შეიძლება შეცვალონ მათი Max CPC ნებისმიერ დროს. ასე რომ, შენ უნდა დაკვირდე ფსონებს რეგულარულად, რომ დარწმუნდე ღებულობ თუ არა იმ შედეგს, რაც გინდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს აუქციონი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფსონის დადება. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკლამის რელევანტურობაა.

ეს არის საზომი, რომელიც ჩვეულებრივ ფასდება 1-დან 10-მდე იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება შენი რეკლამა იმას, რასაც ადამიანი ეძებს.

საძიებო სისტემები: Google-ი და Bing-ი მოიხსენიებენ საზომს, როგორც ხარისხის ქულას (Quality Score).

მაგალითად: თუ ვინმე ეძებს “საქორწილო ფოტო მომსახურებას” და შენი რეკლამის სათაური საქორწილო ფოტო მომსახურებაა თბილისში, შესაძლოა საძიებო სისტემამ  შენი რეკლამა მიიჩნიოს მაღალ რელევანტურად.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ შესაძლოა მიიღო მაღალი Quality Score.

თუმცა თუ შენი რეკლამის სათაური არის საქორწილო სერვისი თბილისში, ორივე რეკლამა არის ქორწილზე, მაგრამ ეს სათაური ნაკლებად რელევანტურია, რადგან აღწერს ზოგადად საქორწილო სერვისს ნაცვლად საქორწილო ფოტო მომსახურებისა. ამ შემთხვევაში შენი რეკლამა იქნება ნაკლებად რელევანტური, და გექნება დაბალი Quality Score.

საძიებო სისტემის აუქციონი - რეკლამის სათაური

როდესაც ორ კონკურენტ ბიზნესს აქვს თანაბარი ფსონი, საძიებო სისტემის შედეგების გვერდის მაღალ პოზიციებზე გამოჩნდება ის, ვისაც ექნება მაღალი Quality Score.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა საძიებო სისტემის მარკეტინგში შედეგების გასაუმჯობესებლად, სარეკლამო კამპანიების ხშირი შემოწმებაა, ამით იპოვი უკეთეს გზებს, რომ გახადო ის უფრო რელევანტური.

ფასი, რომელიც მზად ხარ რომ გადაიხადო თითო რეკლამის დაჭერაზე (Max CPC) და შენი ხარისხის ქულა (Quality Score) არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ შენი ბიზნესის ადგილს საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

მოდი განვიხილოთ ჩვენ მაგალითზე შემდეგი სცენარი.

ვთქვათ ორი განსხვავებული ბიზნესი X და Y  უწევს ერთმანეთს კონკურენციას ერთი და იგივე სიტყვებზე “საქორწილო ფოტო მომსახურება“-ზე.

X-მა დადო ფსონი 4 ლარი, მაგრამ მისი რეკლამა ითვლება ნაკლებად რელევანტურად, 10-დან 3 ქულა. Y-მა დადო 3 ლარი და მისი რელევანტურობა არის სრული 10 ქულა. 

თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ამ ინფორმაციით შეგვეძლება გამოვთვალოთ თუ რა მოხდება აუქციონზე.

საძიებო სისტემის აუქციონი - კონკურენცია 1

X-ის აუქციონის ქულა – რომელსაც Ad rank ეწოდება არის 12 (4 მრავლდება 3-ზე). Y-ის აუქციონის ქულა არის 30 (3×10) , მიუხედავად მისი დაბალი ფსონისა.

საძიებო სისტემის აუქციონი - კონკურენცია 2

რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა რომ Y-ის ფსონი იყო X-ის ფსონზე ბევრად ნაკლები, Y-ის რეკლამამ მოიგო აუქციონი და მან მიიღო საძიებო სისტემის გვერდზე X-ზე მაღალი პოზიცია.

საძიებო სისტემის აუქციონი - კონკურენცია 3

კიდევ არის სხვა წვრილმანი ფაქტორები. როგორც ხედავ შენ არ შეგიძლია უბრალოდ იყიდო ადგილი შედეგების გვერდის მაღალ პოზიციებზე.

ეს უზრუნველყოფს რელევანტური რეკლამების მოგებას აუქციონზე და არა იმ რეკლამებს, რომლებსაც  უბრალოდ მაღალი ფსონი აქვს.

თუ შენს რეკლამას აკლია რელევანტურობა და დაბალი Quality Score აქვს, გაგიჭირდება კონკურენციის გაწევა.

თუ რელევანტურობა ზედმეტად დაბალია, საძიებო სისტემა საერთოდ არ გამოაჩენს შენს რეკლამებს.

შედეგების გაუმჯობესებისთვის, იყავი კონცენტრირებული ყველა რეკლამის რელევანტურობის გასაუმჯობესებლად.

დარწმუნდი, რომ რეკლამები ყოველთვის ემთხვევა იმ ფრაზებს და სიტყვებს, რომელსაც ხალხი ეძებს. 

ამის გაკეთებით შეგიძლია მოიგო შენი რეკლამებისთვის უკეთესი პოზიციები, მეტი თანხის გადახდის გარეშე.