რემარკეტინგი #9
Home / Remarketing / რა არის და როგორ მუშაობს რემარკეტინგი
Remarketing

რა არის და როგორ მუშაობს რემარკეტინგი

რემარკეტინგი არის ციფრული რეკლამის ერთ-ერთ ძლიერი ხელსაწყო, რომელიც გაძლევს საშუალებას გამოიყენო ვებ საიტზე  ვიზიტორთა მიერ განხორციელებული აქტივობები.  ვებ საიტის დატოვების შემდეგაც შეძლებ აქციო ისინი სპეციალურ სარეკლამო სამიზნედ.

აგიხსნი რემარკეტინგის სტრატეგიას და დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რამდენად საჭიროა რემარკეტინგი შენი ციფრული სტრატეგიისთვის.

განვიხილოთ მაგალითით: პოტენციური მომხმარებელი  შემთხვევით გადააწყდა შენს ვებ გვერდს, რაიმე ახალი სიმღერის ძიების პროცესში. 

რემარკეტინგი #1

 დაინტერესდა  და გადაწყვიტა ვებ საიტის გამოწერა

მაგრამ პროცესი მოულოდნელად შეაფერხა ტელეფონის ზარმა და  სხვა მიმართულებით გადაიტანა მისი ყურადღება.

შედეგად მან ვებ საიტი გამოწერამდე დატოვა და შეიძლება დაავიწყდა კიდეც მისი არსებობა.

რემარკეტინგი #4

ძიებისას იპოვა მსგავსი შინაარსის  საიტი და გამოიწერა.

რემარკეტინგი #5

გახსოვდეს! პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი რემარკეტინგში არის მიზნობრივი აუდიტორიის სწორად  განსაზღვრა.

რემარკეტინგი #6

ჩვენ გთავაზობთ რემარკეტინგის გამოყენებას Facebook-ზე და Google-ში 

რემარკეტინგი #7

პირველ რიგში განვსაზღვრავთ, თუ ვინ გაერთიანდება შენს პოტენციურ მომხმარებელთა აუდიტორიაში.

რემარკეტინგი #8

ასევე განვსაზღვრავთ მიზნობრივ აუდიტორიად იმ ადამიანებს, ვინც დაიწყო გამოწერის ფორმის შევსება შენს ვებ გვერდზე, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა პროცესი.

რემარკეტინგი #9

რემარკეტინგის სერვისი საჭიროებს ვებ გვერდის კოდირებას ან ვებ-ანალიტიკურ მექანიზმთან ინტეგრაციას, რომლის მეშვეობითაც თავს მოვუყრით იმ ვიზიტორებს შენი ვებ საიტიდან, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ არსებულ კრიტერიუმებს.

ეს სია არ არის კონკრეტული ადამიანების ჩამონათვალი ზოგადი პერსონალური ინფორმაციით, როგორიცაა მათი  პიროვნული იდენტიფიკაცია: სახელი, გვარი ან ელ-ფოსტის მისამართი. 

ეს არის ანონიმური რემარკეტინგის სია იმ მომხმარებლების, რომლებიც აკმაყოფილებენ შენ მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს და იქნება  “რემარკეტინგებულები” რეკლამების საშუალებით.

როდესაც უკვე განვსაზღვრავთ მიზნობრივ აუდიტორიას, ნებისმიერი შემთხვევითი ვიზიტორი, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოწერის პროცესს, არ დასრულების შემთხვევაშიც, მაინც დაემატება განსაზღვრულ პოტენციურ მომხმარებელთა სიას.

ამის შემდეგ ვიზრუნებთ ამ კონკრეტული ჯგუფისთვის გამიზნული რეკლამის შექმნაზე.

ეს რეკლამები კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ ფუნქციას, რადგან უკვე იცი რომ ნებისმიერ ვიზიტორს, ვინც ნახულობს შენს რეკლამებს უკვე დაწყებული აქვს ვებ გვერდის გამოწერის პროცესი. 

ასე რომ ჩვენ რეკლამაში გავაერთიანებთ სპეციალურ შეთავაზებებს  პოტენციური მომხმარებლებისთვის, მაგალითად: საჩუქარი დარეგისტრირების შემთხვევაში.

და სხვა მასტიმულირებელ საშუალებებს, რომლებიც გამიზნული იქნება მათ დასაბრუნებლად ვებ გვერდზე. ასევე გამოწერის დასასრულებლად.

რემარკეტინგის სიაში მოხვედრილთათვის სპეციალური სარეკლამო კამპანიის წამოწყებით, ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ მთავარი გზავნილი პოტენციურ მომხმარებელს საიტიდან გასვლის შემთხვევაშიც.

შედეგად ისინი ნახავენ შენს ერთ-ერთ რეკლამას, თუნდაც სხვა ვებ საიტზე, რომლის მეშვებოდითაც დაბრუნდებიან და დაასრულებენ რეგისტრაციას.

მას შემდეგ, რაც გამიზნული აუდიტორია გამოიწერს ვებ გვერდს აღარ არის საჭირო გამოწერის მასტიმულირებელი რეკლამების ჩვენება ამ კონკრეტული ჯგუფისთვის.

მათთვის შეიქმნება ახალი რემარკეტინგის სია განსხვავებული გზავნილებით უკვე არსებული გამომწერებისთვის.
ჩვენ ვაქცევთ მომხმარებლებს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიების სამიზნედ, რომ გაუჩნდეთ ვებ საიტზე  ყველა  ციფრული ჩანაწერის აღმოჩენის სურვილი.

რემარკეტინგი აკვირდება ვიზიტორის მიერ განხორციელებულ ინტერაქციებს შენს ვებ საიტზე და ქმნის  ინტერესების მიხედვით აუდიტორიებს.

ეს  გაძლევს შესაძლებლობას შექმნა მათზე მორგებული რეკლამები, რომ დააბრუნო მომხმარებელი  ვებ საიტზე.
ის განახორციელებინებს შენთვის სასურველ კონკრეტულ ქმედებებს.